მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მე-11 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელიამ ინგლისურში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადზე 40-დან 40 ქულა მიიღო. მისი საგნის მასწავლებელი იზო დანელია გახლავთ.
სკოლის დირექცია დავით კვარაცხელიას ამ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო: