კერძო სკოლა „ორნატში“ ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
15-06-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატში“ ინტელექტუალური კონკურსის „წიგნიერში“ მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. 

კონკურსი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა. 

კონკურსში მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პირველი ადგილი სანდრო ჭუმბაძემ დაიკავა, მეორე ადგილი ანა ბარამიძემ, ხოლო მესამე ადგილი ქეთი შუბლაძემ. 

პროკურატურის წარმომადგენლებმა მონაწილე მოსწავლეებს მაისურები, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს. 

პროექტი ახალი სასწავლო წლიდან ისევ გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203