ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოქსფორდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ 
28-11-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეულ ღონისძიებებში ერთვებიან. 

აღსანიშნავია, რომ 21-24 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში MUN - გაეროს მოდელირების კონფერენცია ჩატარდა. მასში ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე - ნანუკა მაწკეპლაძე (დამრიგებელი და ინგლისურის მასწავლებელი - ნათია აბულაძე) და მე-9 კლასის მოსწავლე - ანასტასია ჟღენტი (დამრიგებელი - ნატო ლოსაბერიძე, ინგლისურის მასწავლებელი - ანა წურწუმია) მონაწილეობდნენ. 

ისინი დისკუსიებში ჩაერთნენ, გლობალურ გამოწვევებსა და საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს მსოფლიო უკეთესი.

სკოლაში მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203