„საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“ - პრემიერი
28-11-2024

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდაზე ისაუბრა და დასძინა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ანაზღაურების საკითხს:

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებზე ზრუნვას, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთია, რომ გაიზრდება კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება. დღეს დაახლოებით 2000 ლარია შრომის ანაზღაურება მთლიანობაში საშუალო მაჩვენებელი და 2028 წლისთვის გაიზრდება 3500 ლარამდე. კონკრეტულად საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს, საჯარო სამსახურში გაგრძელდება მოხელეთა ხელფასების ზრდა 2025 წლის ბიუჯეტშიც ასახული იქნება 10% ზრდა და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა.

საბავშვო ბაღების პერსონალზე გვექნება განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი. ასევე იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტული ზრდის მიღმა მათ შორის ხელფასების ზრდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203