თბილისის №104 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა იმართება, რაც სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თემაზე - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“.
მასწავლებლებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეები გაცნენ კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
შეხვედრა მონაწილეებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციოული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: