საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ და საინტერესო პრეზენტაციებზე იმუშავეს  
28-11-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და საერთაშორისო ასპარეზზეც საინტერესო იდეებით წარდგნენ. 

ამჯერად, მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში - „ვეცნობით ერთმანეთის კულტურას - გზა გლობალური მოქალაქეობისაკენ“, მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებლის, თამუნა შანავას დახმარებით,  გაეცნენ პროექტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან (13 ქვეყანა) თანატოლების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების ისტორიისა და სახელმწიფო ენების შესახებ (პროექტის გეგმით, ოქტომბის თემა იყო: „ჩემი ქვეყნის მოკლე ისტორია, სახელმწიფო ენა/ენები“).

პროექტის მონაწილეებმა იმსჯელეს ნოემბერში განსახორციელებელ აქტივობაზე და შეთანხმდნენ, რომ თემაზე - „ჩემი ქვეყნის წეს-ჩვეულება (ადათ-წესები), ფოლკლორი და მითოლოგია“, წარადგენდნენ 3 პრეზენტაციას. 

პრეზენტაციის თემები კი გახლავთ

1. „ქართული წეს-ჩვეულება (ადათ-წესები)“;

2. „ქართული ფოლკლორი“;

3. „ქართული მითოლოგია“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203