ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში შემოდგომა იზეიმეს. მესამე კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ სოფო ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობა - „შემოდგომის ფერები“ გამართეს.
მეორეკლასელებმა კი, შემოდგომა განსაკუთრებულად გააცილეს. თემატური ღონისძიების ორგანიზატორები კლასის დამრიგებელი - ირმა ჯავახიშვილი, მუსიკის პედაგოგი -ია ხურცილავა და მშობლები იყვნენ.
მოსწავლეებმა ბარაქიანი შემოდგომა ფერადოვნებით, სიმღერით, ცეკვითა და ლექსებით გააცილეს. პატარებმა წვიმა მუსიკალურად აამღერეს, იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს.
მშობლებმა კი, საკლასო ოთახი შემოდგომის დეკორაციებით გაალამზეს. ისინი პატარებს ხილითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: