თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალები კონდიტერიაში მოსინჯეს 
28-11-2024

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოტივირებული, აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერადაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი საყვარელი საქმიანობით - კონდიტერიით დაკავდნენ. მათ, სხვადასხვა ინგრედიენტის გამოყენებით, კრემიანი დესერტები მოამზადეს.

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც მათი ჩართულობა მეტყველებდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203