თბილისის N212 საჯარო სკოლაში მე-9 კლასის „პრეზიდენტის არჩევნები“ ჩატარდა
29-11-2024

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებაში ეხმარებიან, ამ მზინით არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახან, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის - მარინე ჯარმელიშვილის ინიციატივით, „კლასის პრეზიდენტის არჩევნები“ ჩაატარეს.

კლასის პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ლუკა ტაბატაძე, ნია მაჩკალოვი და ანი მეზურნიშვილი. კანდიდატებმა წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო პროგრამები, რის შემდეგაც ჩატარდა არჩევნები. 

იმიტირებულ არჩევნებში მოსწავლეებს ქონდათ სხვადასხვა როლი მორგებული: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები, რეგისტრატორები, ეუთოს დამკვირვებელი, ინგლისური ენის პედაგოგი - ნინო ნათენაძე. თარჯიმანი - ანა-მარია სვანიძე. პროცესს აკვირდებოდნენ ასევე მე-10 კლასის მოსწავლეები.

კლასის პრეზიდენტად ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა - ანა მეზურნიშვილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

„მადლობა აქტიურობისათვის მე-9 კლასელებს და ქალბატონ მარინე ჯარმელიშვილს“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203