თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობენ.
მათ შორის გახლდათ, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ყველა ბავშვს აქვს უფლება წიგნი იყოს მისთვის სასწაულივით“.
llა კლასის მოსწავლეები თავიანთი საყვარელი მწერლის დაბადების დღის აღსანიშნავად გაეცნენ მის ბიოგრაფიას, მოისმინეს ნაწარმოებები, რომლებიც მათ ბავშვობას აფერადებს, საინტერესოს და ხალისიანს ხდის.
ბავშვებმა გადაწყვიტეს მეტი წიგნი წაიკითხონ საყვარელი მწერლის შემოქმედებიდან.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ცქვიტიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: