თბილისის N49 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ეს კი, იმ მიდგომებისა და სასწავლო აქტივობების დამსახურებაა, რასაც მათ პედაგოგები სთავაზობენ.
ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა“ გამართეს. სადღესასწაულოდ გამოწყობილმა პატარებმა შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
საზეიმო განწყობას კი შესაბამისი დეკორაციითა და შემოდგომის ნობათით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: