ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ერთი თვის მანძილზე მიკროორგანიზმების გამრავლებას დაკვირდნენ
29-11-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეთა მაღალი  ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან სკოლაში განხორციელდა სასწავლო პროექტი მიკრობიოლოგიაში.

მოსწავლეებმა შეიწავლეს, რომ მიკროორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმების ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჯგუფია. XII კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით, მინის ჭურჭელში მიკროორგანიზმების გასამრავლებლად ხელსაყრელი პირობები შექმნეს და საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიაში 1 თვის განმავლობაში მათზე დაკვირვებებს აწარმოებდნენ.

„ჭურჭლიდან აღებული სითხის სინჯში პროტისტების არაერთი წარმომადგენელი აღვწერეთ (ინფუზორიები, მწვანე ევგლენა, ქლამიდომონადა, ამება). დავაკვირდით თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი სითხეში და როგორ მიმდინარეობს მათი უჯრედის დაყოფის პროცესი“,- გვიყვება მოსწავლეთა ბიოლოგიის მასწავლებელი და დასძენს, რომ მიკროსამყაროს დათვალიერების შესაძლებლობა ეტაპობრივად ყველა მოსწავლეს მიეცემა. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203