ხავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს 
29-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანის სწავლის დაწყებას სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით ხვდებიან.

27 ნოემბერს, მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. პირველი საანბანო გაკვეთილი მოსწავლეებს ზეიმად ექცათ. მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩატარდა კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებით სავსე ღონისძიება - „ა“ ასო-ბგერის პრეზენტაცია“. 

ზეიმს ხელმძღვანელობდა პირველი კლასის დამრიგებელი კატია პოღოსიანი, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, ასო-ბგერა „ა“, გაიცნეს, გამოწერეს. 

ბავშვები ზეიმში გულმოდგინედ ჩაერთნენ, დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები.

სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება მიულცა, მოსწავლეებს სწავლის მნიშვნელობა შეახსენა და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს და მონაწილეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203