ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მე-2 კლასში საზეიმო სანახაობა - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენის მასწავლებელი არმენუი პოდოსიანი.
ლამაზად გაფორმებულ ოთახში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს სიმღერები ქართულ ენაზე, ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო იყო ჩურჩხელების ამოვლება.
იხილეთ ფოტოები: