ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თენგო და ლუკა წულაიები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
29-11-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სწავალაში მიღწეული წარმატებისთვის ბალდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეები - თენგო და ლუკა წულაიები დასაჩუქრდნენ. 

მარტვილში, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

საჩუქრები მოსწავლეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა - თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან პაშა გულორდავასთან  ერთად გადასცა. 

პროგრამას -  „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. 

პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203