ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
„ცოდნის პირამიდა“, რომელიც მოსწავლეებმა წიგნებისგან ააგეს მეთორმეტეკლასელებს მიეძღვნა და მათი რჩეული და საყვარელი წიგნებისგან შედგება.
„ამ სიმბოლიკით გამოხატულია ჩვენი კურსდამთავრებულების საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე სამყარო. მათი წიგნებთან ერთად განვლილი გზა I-დან XII კლასამდე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.