ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, ჭანჭათის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის - ია ხურციძის ხელმღვანელობით განხორციელდა პროექტი - „ჩემი თბილისი და ფიროსმანი არ ვიცი ასე რამ შემაყვარა...“ .
პროექტში ჩართულნი იყვნენ VI-VII კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა პროექტის ბოლოს წარმოადგინეს ამავე სახელწოდების ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
აღსანიშნავია, რომ ჭანჭათის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: