წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის წევრების - ლანა კაკაჩიას, თამილა ჭაჭუასა და თამარ სამუშიას ორგანიზებით, ჩატარდა ლამაზი ღონისძიება სახელწოდებით - „ხვამელი დამორჩილი ზოჯუნს“ („დალოცვილი შემოდგომა გვიდგას“).
მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებით მოაწონეს თავი დამსწრე საზოგადოებას: იმღერეს, იცეკვეს, ლექსები მიუძღვნეს შემოდგომას, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, ნობათით დაამშვენეს კუთხე,
მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა დაამზადეს ჩურჩხელები და ამოვლეს თათარაში.
იხილეთ ფოტოები: