ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, არაერთი ინტელექტუალური კონკურსი და აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, საბუნებისმეტყველო დისციპლინების კათედრის ორგანიზებული შემოდგომის სეზონის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
მასში მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სასკოლო-შემეცნებით აქტივობაზე შერჩეული იყო საინტერესო, პრაქტიკული და ცხოვრებისეული შეკითხვები, რომელთა უმრავლესობაზეც საინტერესო პასუხები გასცეს მონაწილეებმა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კომპეტენტურმა ჟიურიმ (ნინო ფართლაძე, თიკა ფურცელაძე) შეაჯამეს შედეგები და საშემოდგომო სეზონის „რა?, სად? როდის?“ თამაშის გამარჯვებულ მოსწავლედ დაასახელეს მეათეკლასელი მარიამ მშვილდაძე.
აღნიშნული კლასების პედაგოგები: ნატო კვირიკაშვილი(ფიზიკა), ლია ტყემალაძე (ბიოლოგია), მაია დენოსაშვილი(ქიმია) გახლავთ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: