„შემოდგომის ჰარმონია საქართველოს კუთხეებში“ - შთამბეჭდავი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
29-11-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება - „შემოდგომის ჰარმონია საქართველოს კუთხეებში“, რომელშიც I–XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხის საშემოდგომო ტრადიციებს შეასხეს ხოტბა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები, თითოეული კლასის მიხედვით:

  • კახეთი – I და II კლასები;
  • იმერეთი – III და IV კლასები;
  • რაჭა – V და IX კლასები;
  • ჰერეთი და ფშავ-ხევსურეთი – VI და X კლასები;
  • სამეგრელო – VII და VIII კლასები;
  • აჭარა – XI და XII კლასები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულმა კლასმა უნიკალური ფორმით წარმოადგინა არჩეული კუთხის ტრადიციები, კერძები, ცეკვები, სიმღერები, ლექსები და სკეჩები, რაც ნათლად ასახავდა თითოეული კუთხის უნიკალურობასა და სილამაზეს. სკოლის კედლებში საოცრად თბილი და ხალისიანი გარემო შეიქმნა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას დადებითი ემოციებით ავსებდა.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ მუსიკის მასწავლებელი ნოდარ შაინიძე (გარმონი) და  სკოლის მოსწავლეები – ლიკა შაინიძე და ანდრია ქამაშიძე (დოლი). თითოეული ნომერი განსაკუთრებული ემოციებითა და სიღრმით იყო სავსე.

სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა, რომელმაც ამ მასშტაბურ და მრავალფეროვან ღონისძიებას უხელმძღვანელა, მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებლებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს, რომელთა ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ეს დღე ასე განსაკუთრებული ვერ იქნებოდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს კუთხეების ისტორიის, ტრადიციების და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ მეტი ცოდნის მიღება მოსწავლეების და სასკოლო საზოგადოების მხრიდან.

დასასრულს, კლასის დამრიგებლებს გადაეცათ მადლობის სიგელები:

  • I კლასი – განგა ჭუჭუხაშვილი;
  • II კლასი – რიტა ოთარაშვილი;
  • III კლასი – მარიამ ტაბატაძე;
  • IV კლასი – ლია მეხრიშვილი;
  • V კლასი – დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი;
  • VI კლასი – ქეთევან ნადირაშვილი;
  • VII კლასი – თამილა ნადირაშვილი;
  • VIII კლასი – ნანა გახოკიძე;
  • IX კლასი – ლალი მეხრიშვილი;
  • X კლასი – ფრიდონ საკანელაშვილი;
  • XI კლასი – ნინო მატიაშვილი;
  • XII კლასი – ელენე გრიგორიადის.

„ღონისძიება არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობითაც გამორჩეული აღმოჩნდა. თითოეული მონაწილე თავისი კუთხის ტრადიციებს და წარმომავლობას უნიკალური ფორმით წარმოაჩენდა, რაც აუდიტორიას შთაბეჭდილებებისა და ემოციების ნაკადით ავსებდა.

ღონისძიებამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი უნარები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოეჩინათ, ხოლო დამსწრე საზოგადოებას – უკეთ გაეცნო საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნება. ეს დღე თითოეულისთვის არამარტო სასიამოვნო, არამედ შემეცნებითი და შთამაგონებელიც იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს – მასწავლებლებს, კლასის დამრიგებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს – ვინც ამ ღონისძიების ხირცშესხმაში მონაწილეობდა, და ასევე, დამსწრე საზოგადოებას, რომლის მხარდაჭერამ ამ დღის წარმატება უზრუნველყო.

„გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ შემოდგომას!“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203