ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მათი შემოქმედებით ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა საინტერეო პროექტებით გააცილეს.
დაწყებითი - მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, შექმნეს ულამაზესი საშემოდგომო ნამუშევრები და სკოლა ფერადი ფოთლების საოცარი კომპოზიციებით გააცოცხლეს.
პროექტის - „შემოდგომის სიმფონია“ ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ზუგდიდის დადიანების სასახლეს და დაათვალიერეს დედოფლისეული სასახლე. შემდეგ კი, ნიკოსეულ სასახლეში დაესწრნენ საინტერესო პრეზენტაციას და ადგილზევე შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც სკოლაში წამოიღეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგების შემოქმედებითობა.
„მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადა დამრიგებლებს, მშობლებს, ბავშვებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სასკოლო პროექტებში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ“,- აღნიშნავს სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტოები: