ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
სკოლაში მრავალფეროვანი ზეიმი გაიმართა, რომლითაც სასკოლო საზოგადოებამ შემოდგომა გააცილა.
ღონისძიებას - „მილია შემოდგომა“ მე-2 კლასის დამრიგებელი ნაზი ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა. პედაგოგმა, მოსწავლეებთან ერთად, ფერადი და ლამაზი შემოდგომა კიდევ უფრო გააფერადა.
ბავშვებმა ლამაზი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს. მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მოზარდებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„მადლობა მინდა გადაუხადო დამრგებელს, მოსწავლეებს და განსაკუთრებით კი მშობლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო საქმიანობაში. ვამაყობ თქვენით“,- ვკითხულობთ დირექციის წერილში.
იხილეთ ფოტოები: