საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახალახან, საგანმანათლებლო-გასართობი პროგრამების ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-6ა და მე-8ბ (დამრიგებელი სალომე ნოზაძე) კლასის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს“ სტუმრობდნენ.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა დაათვალეირეს მუზეუმში დაცული ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის ექსპონატები. ასევე, მათ შეეძლოთ ექსპონატებთან შეხება, დატრიალება, დაგდება, შეგროვება და დაშლა.
დღემ საინტერესო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
მოსწავლეებს თან ახლდათ გიმნაზიის გახანგრძლივებულის პედაგოგი - თეონა მოდებაძე.
იხილეთ ფოტოები: