გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება 
29-11-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო ლამაზი ღონისძიებით გააცილეს. 

ბავშვებმა საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს, რომაელიც თავიანთი ხელით შექმნილი რესურსებით გააფორმეს. გარდა ამისა, მათ ლექსები წაიკითხეს და სახალისო სიმღერები შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი აქტივობით, ჩურჩხელების ამოვლებით დაასრულეს.

„მე პირველად ამოვავლე ჩურჩხელა და ძალიან მომეწონა; ჩემთვის ეს იყო სასიამოვნო და სახალისო პროცესი; ჩემი ჩურჩხელა ცეკვა-ცეკვით ამოვიყვანე“,- ისმოდა ღონისძიებაზე ბავშვების შეძახილები.

„ასეთი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით უნარებს, ჯგუფური მუშაობის უნარებს. ისინი მეტად ემპათიურები და კრეატიულები ხდებიან“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...