ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ნოემბრის მიწურულს კი, მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს, სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა საშემოდგომო კვირეული, რომელიც ღონისძიებით - „ოქროსფერი შემოდგომა“, დაგვირგვინდა.
ღონისძიებაში, რომელიც სკოლის ეზოში ჩატარდა, სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის სიღნაღის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი.
იხილეთ ფოტოები: