N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ძალადობა ერთხმად დაგმეს
15-06-2018
რა არის ბულინგი და როგორ ვებრძოლოთ ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას?,-N103 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა ამ საკითხებზე დისკუსია გამართეს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა ჩხაიძე მოსწავლეებს ბულინგისა და მობინგის შესახებ ესაუბრა. 

XII კლასის წარჩინებულმა მოსწავლე მარიამ ნაცვლიშვილმა კი ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი კვლევა წარმოადგინა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა. 

მოსწავლეებმა თანატოლთა შორის ძალადობის შემთხვევებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და  ბულინგის თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს.  

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ძალადობა ერთხმად დაგმეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203