სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
სკოლის მოსწავლეებს: ეთერ ბეგიაშვილს, ლიზი მჭედლიშვილს, ნინო კიკილაშვილსა და ანი ღვედაშვილს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს ულოცავენ საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და უსურვებენ მათ შემდგომ წარმატებებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: