შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ვინ უკეთ იცის ბუნების შესახებ“ ჩატარდა, რომელსაც მთვარისა ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაში ორი გუნდი - „აისი“ და „დაისი“ მონაწილეობდა. საბოლოოდ კი, გამარჯვება „დაისმა“ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი სიგელით დაჯილდოვდა.
სკოლა ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს ულოცავს და ხელმძღვანელს, საინტერესო ღონისძიების მომზადებისთვის, მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: