ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეება გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
„ერთად შევიტანოთ წვლილი კლიმატის ცვლილების შეჩერებაში!“- სკოლის X კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ამ სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ და თემაზე - „კლიმატის ცვლილებები“ პროექტი განახორციელეს.
მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თინა კაკალაძე გახლავთ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს, გაანალიზეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებებზე და გამართეს დისკუსია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებებზე ადამიანის ზეგავლენის გაცნობიერება და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
იხილეთ ფოტოები: