წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, ესთეტიკის კათედრის ხელმძღვანელობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩხოროწყუს სახელოვნებო სასწავლებელს ესტუმრნენ. მათ ადგილზე საინტერესო ნამუშევრები დაათვალიერეს.
როგორც სკოლაში გვიყებიან, მოსწავლეებს ჩხოროწყუს სახელოვნო სასწავლებლის ხელმძღვანელმა - ალიკა წურწუმიამ ტიხრულ მინანქარზე მასტერკლასი ჩაუტარა. გარდა ამისა, მან ბავშვებს გრაფიკული ნამუშევრები შეაქმნევინა.
მოსწავლეებს ჭედური ხელოვნება ხატმწერმა - შალვა გერაძემ მინი ლექციით გააცნო. ბავშვებმა ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიერეს და სასწავლებლიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: