ნამაშევის საჯარო სკოლაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტი განხორციელდა  
29-11-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება შემეცნებითი შეხვედრები, რომლებიც მნიშვნელოვან თარიღებს ეხმიანება და კონკრეტულ საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

ამჯერად, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი პროექტი განხორციელდა. 

გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ელისო ლეშკაშელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში VIII–XI კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს ინფორმაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს მდგრადი განვითარების მიზნებსა და გენდერულ თანასწორობაზე, ასევე წარადგინეს ის კანონები, რომლებიც იცავს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებებს, განათლებისა და თავისუფალი განვითარების უფლებას.

მე-10  და მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში აწარმოეს კვლევა თემაზე: „ქალის როლი საზოგადოებაში“, გამოკითხეს მოსწავლეები, მასწავლებლები და შეჯამება წარადგინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე.

პროექტის ბოლოს მოეწყო ჩვენება მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერი ქალების გამოგონებებზე, რომლებმაც დაამსხვრიეს სტერეოტიპები ქალის შესაძლებლობების შესახებ.

სკოლაში მადლობას უხდიან მხარდაჭერისა და თანამშრობლობისთვის იზოლდა გალდავაძეს, ნატო ონიანს, მარიზა ჯანელიძეს და სკოლის დირექტორს, ხათუნა ხარაბაძეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203