რუსთავის №23 საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატვის კონკურსში - „სული ლექსით მიდგას“ გაიმარჯვა.
ხატვის კონკურსი რუსთავის N5 საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა პუბლიცისტ ჯიმშერ ბედიანაშვილის ლექსის -„როცა სამშობლო ასე შორია’“ ილუსტრაციები შექმნეს.
კონკურსში მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
საუკეთესო კონკურსანტები სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, კონკურსის სხვა მონაწილეებს კი სამახსოვრო სიგელები გადასცეს.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჯღარკავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი შედიოდნენ.
კონკურსი რუსთავის დაარსების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები