ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და აქტივობაში წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს მათ მორიგ წარმატებას.
მოსწავლეები ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე eTwinning, ევროპის სკოლების ონლაინ საზოგადოებას შეუერთდნენ.
„ამაყები ვართ, რომ საერთაშორისო პროექტმა - „A Well-being Journey In The Footsteps Of Values“-„კეთილდღეობის მოგზაურობა ფასეულობების კვალდაკვალ“ მიიღო ევროპული ხარისხის და ეროვნული ხარისხის ეტიკეტი, ასევე წარდგენილია ევროპის პრიზზეც“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილე სტუდენტები და მოსწავლეები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, მოსაზრებებს უზიარებდნენ ღირებულებებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.
როგროც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი თავი აღმოეჩინათ კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებაში.
მოსწავლეებს პედაგოგი მაკა კალანდაძე ხელმძღვანელობდათ.
სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: