მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის 1-ელ კლასში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი დათო ნაჭყებია, სასწავლო ნაწილი ნინო სურმავა, კლასის დამრიგებელი ნანა ერქვანია.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით აღფრთოვანებული დარჩა.
აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: