ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეების ჩართულობით ორგანიზებული ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სივრცე ლამაზად, შემოდგომის ფერებში იყო მორთული. ღონისძიება 1-ელი - მე-9 კლასების მოსწავლეებმა მშობლიურ და ქართულ ენაზე შესრულებული სიმღერებით, ლექსებითა და სპექტაკლებით გააფერადეს.
გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიება სკოლის პედაგოგიური კოლექტივის ჩართულობით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: