ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“, „არა ეკრანდამოკიდებულებას!“, „ვიკითხოთ წიგნები!“ - მოსწავლეები ამ სლოგანების გარშემო გაერთიანდნენ და დიდი შემართებით მოისმინეს ლექცია, რომელიც მიწვეულმა სტუმარმა - სერგი ცენტერაძემ ჩაატარდა.
️ინტერაქციული ლექციის თემა იყო - „ჩავანაცვლოთ კომპიუტერული თამაშები წიგნებით“.
ლექცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, ინფორმაციული და შთამაგონებელი აღმოჩნდა.
პროექტი სკოლაში მასწავლებელმა ინეზა ცენტერაძემ განახორციელა.
იხილეთ ფოტოები: