დეკემბრის ბოლოს პირველი სემესტრი სრულდება და პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების ჩაწერა, განმავითარებელი კომენტარების შეტანა და კიდევ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული საკითხი აქვთ მოსაწესრიგებელი. etaloni.ge რამდენიმე საყურადღებოო საკითხს გთავაზობთ, რომელიც სემესტრის ბოლოს ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ.
შეუძლია თუ არა დამრიგებელს, სემესტრის ბოლოს, შეაფასოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები?
სემესტრის ბოლოს კლასის დამრიგებელიც შეძლებს მოსწავლეებისთვის სემესტრული განმავითარებელი შეფასების დაწერას.
კლასების მოდულში, სადამრიგებლო კლასებზე გადასვლისას მომხმარებელს თითოეული კლასის გასწვრივ გამოუჩნდება ღილაკი „სემესტრული განმავითარებელი შეფასება“. ღილაკზე დაჭრით გაიხსნება მოსწავლეების შეფასების ფორმა, სადაც კლასის დამრიგებელი შეძლებს მოსწავლეებისთვის კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას.
როგორ უნდა შეფასდნენ მოსწავლეები, განმავითარებელი შეფასებით, სემესტრის ბოლოს?
საგნებზე, რომლებიც ფასდება სემესტრული განმავითარებელი შეფასებით, სემესტრის ბოლოს მასწავლებელი შეძლებს კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას. ასეთ საგნებზე სემესტრულ შეფასებაში გამოჩნდება სემესტრული განმავითარებელი შეფასების სვეტი. პლუს ღილაკზე დაჭერით გამოვა ტექსტური ველი, სადაც მასწავლებელი შეიყვანს მოსწავლის შეფასებას.
როგორ განვასხვავოთ, ვიზუალურად, შეფასება, რომელიც მონაწილეობს სემესტრული შეფასების გამოთვლაში, შეფასებისგან - რომელიც არ იღებს მონაწილეობას.
შეფასება, რომლებიც მონაწილეობს ნიშნის დათვლაში, ჩანს ცისფერი ფერის ჩარჩოში, ხოლო შეფასებას, რომელიც არ მონაწილეობს ნიშნის დათვლაში-თეთრი ფერის.
როგორ არ მიიღოს ნიშანმა სემესტრულ გამოთვლაში მონაწილეობა