მცხეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია, სადაც გაწერილია სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის დეტალები.
დოკუმენტის თანახმად, იგეგმება სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამის/მეთოდოლოგიის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა;
გარდა ამისა მცხეთის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში საუბარია ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.