6 დეკემბერს ავტორზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდება - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცნობილია იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხებსაც შეხვედრაზე განიხილავენ.
დღის წესრიგი:
1. „სსიპ-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის ავტორიზაციის შესახებ“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის N 1397714 ოქმში ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხის განხილვა;
2. სსიპ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
3. სსიპ - ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მხრიდან განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
4. სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
5. სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
6. სსიპ - ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
7. სსიპ- ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
8. სსიპ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
9. სსიპ - ქალაქ რუსთავის N25 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
წარმოგიდგენთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/82927206199?pwd=dSbobg97ueb14Vr659HwlWCPT8iRxn.1
Meeting ID: 829 2720 6199
Passcode: 936611