ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
02-12-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

„ძალიან ფერადი იყო ოქროსფერ შემოდგომასთან გამოსამშვიდობებელი დღე ზინობიანის საჯარო სკოლაში“,- გვეუბნებიან სკოლაში სადაც წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს და ლამაზი საზეიმო სანახაობა გამართეს. 

„ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმა მეტად გვახალისეს ქართული სიმღერებითა და ცეკვებით. მასწავლებლების - თინათინ ტურაშვილისა და მანანა ზანდარაშვილის ხელმძღვანელობით I-IV კლასელებმა ბევრი სითბო და სიყვარული გვაჩუქეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ პედაგოგსა თუ მშობელს დახმარებისა და თანადგომისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...