ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ფუნქციონირებს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“.
ისტორიის მასწავლებელი სულხან შაქარიშვილი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს სთავაზობს მსგავსი ტიპის ინტელექტუალურ შეჯიბრებებს.
ამჯერად, მოსწავლეებმა აჭარის ინტელექტ-კლუბის ჩატარებულ თამაშში - „რა? სად? როდის?“ იასპარეზეს წარმატებით.
მოსწავლეებმა: ნიკა ძირკვაძემ, გიორგი ჩელებაძემ, სოფია შაქარიშვილმა, ლიზი ლაზიშვილმა, ანრი ბოლქვაძემ და სანდრო ზოიძემ თამაშში II ადგილი დაიმსახურეს.
სასკოლო საზოგადოება მათ ამ წარმატებას ულოცავს და მომავალში კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.