უსახელოს საჯარო საშუალო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მანანა პაპიძემ სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის ბულინგთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას.
პედაგოგმა ისაუბრა ბულინგის სხვადასხვა სახეებზე და მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სახეობაზე, კიბერ-ბულინგზე.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ პრეზენტაცია და ვილბერ ჯეიკობსის ფილმი „რომი“.
ფილმში აღწერილია 12 წლის ჭარბწონიანი გოგონას რომის ისტორია, რომელსაც თავისი ჭარბი წონის გამო თანატოლები დასცინიან.
ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და ემპათიის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ბოლოს მათ პლაკატი დაამზადეს, რომელიც სკოლაში გამოაკრეს.
მსგავსი ღონისძიება ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებითაც.