საჩხერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია. დოკუმენტში საუბარია სკოლამდელი განათლების შესახებ.
საჩხერის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 23 საბავშო ბაღი, ბაღის 4 განყოფილება ქალაქის ტერიტორიაზეა, ხოლო 19 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშია განლაგებული, დაწესებულებაში დასაქმებულია 350 თანამშრომელი, მათგან 301 ქალი და 49 კაცი. მთლიანად რეგისტრირებულია 1044 აღსაზრდელი, რომელთაგან 504 არის გოგო, ხოლო 540 ბიჭი, რომელთა აღზრდას ემსახურება 67 აღმზრდელი ქალბატონი, მათგან 64 არის სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგი, ერთი ფლობს მარტოხელა მშობლის სტატუსს, ერთი, კი არის შშმ პირი. აღმზრდელებთან ერთად მსახურობენ 67 აღმზრდელის თანაშემწე ქალბატონი: ხოლო სტანდარტის შესაბამისი მენიუს კერძების მომზადებას უზრუნველყოფს ჰასპის (HASP) სერტიფიკატის მქონე 23 მზარეული და 15 მზარეულის თანაშემწე.
პროგრამის მიზანია: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ბავშვებისთვის იმ უნარ-ჩვევების მიცემა, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სტანდარტებით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სერვისების მიწოდება.