ხრეითის N2 სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს 
03-12-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით, საზეიმო ღონისძიებებითა და სახალისო აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ნოემბრის მიწურულს, პირველკლასელებმა დამრიგებლის - ციალა კაპანაძის ხელმძღვანელობით  გვიანი ნაირფერი შემოდგომა გააცილეს. 

პატარებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს და შემოდგომის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს. 

„ჩურჩხელა, ჩუუურჩხელაააა, აბა კარგი ჩუურჩხელააა....“  „რატომ გვიყვარს შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას?.....“ „არ არსებობს უკეთესი სილამაზე....“ „ჩვენს ბედნიერ შემოდგომას გაუმარჯოოს....„რა კარგიააა, ერთად ამოვავლებთ გემრიელ ჩურჩხელეეეებს....“ - ისმოდა კლასში მოსწავლეთა ყიჟინა. 

პატარებმა მართლაც ამოავლეს ჩურჩხელები და კიდევ ერთხელ გაითავისეს თუ რაოდენ ბარაქიანია შემოდგომა ჩვენს ქვეყანაში. 

„მრავალი ბედნიერი შემოდგომა გაჩუქოთ უფალმა ჩემო პატარებო“,- ამ სიტყვებით დალოცა მოწაფეები პედაგოგმა და უამრავ დაუვიწყარ სასწავლო დღეს დაჰპირდა. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...