ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, მე-3 კლასში პროექტი - „პროფესიის დღე“ განხორციელდა.
მე-3 კლასელებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა როლები მოირგეს, პრეზენტაცია გამართეს და ამ თუ იმ პროფესიის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე ისაუბრეს, აღნიშნეს თუ რატომაა მათთვის ეს პროფესია სასურველი.
პრეზენტაციები მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალებას ბრწყინვალედ გაართვეს თავი და მასსწავლებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: