ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებით წარმოაჩინეს.
სკოლაში ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა. მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს - შეასრულეს საცეკვაო ნომრები და სიმღერები, გაეცნენ ყურძნის დაწურვის რიტუალს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.
ღონისძიება ბილინგური სწავლების სპეციალისტის - იზოლდა ფიცხვერაშვილის ხელმძღვანელობით, არაფორმალური განათლების ფარგლებში, განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: