ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები შეისწავლეს.
ცოდნის განმტკიცების მიზნით კი, თუშური ჩითები და წინდები დაამზადეს.
მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და სახალისო აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: