2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით სწავლა შეწყვიტა 3223-მა მოსწავლემ, ხოლო 8041- მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, სტატუსის შეჩერებისა და სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი ბიჭებში უფრო მაღალია ვიდრე გოგოებში. უფრო კონკრეტულად გასულ სასწავლო წელს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა 3585- გოგოს და 4456- ბიჭს. ხოლო სწავლა შეწყვიტა - 1117-მა გოგომ და 2016 ბიჭმა.
აქვე შეგახსენებთ სტატუსის შეჩერების მიზეზს, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონითაა განსაზღვრული.
1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლ ის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია
დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის
3. სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
4. მოსწავლის სტატუსის შეჩერების