ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-5 კლასელთა ქართულის გაკვეთილი ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას დაეთმო
04-12-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატის“ მე-5 კლასში ქართულის გაკვეთილი დაეთმო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ისეთ პრიორიტეტულ თემას, როგორიცაა „ბულინგი“.

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ გვრიტაძე ხელმძღვანელობდა. 

ესგ-ით გათვალისწინებული მისაღწევი მიზნებია - შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება, პრობლემის ამოცნობა და განხილვა, ფაქტების, მოსაზრებების კრიტიკულად გააზრება, ეთიკური ნორმების დაცვა და განსხვავებულობის მიღება, პიროვნული ღირსების გააზრება, გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება...

ბავშვებმა შეისწავლეს არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“, წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ძაღლი“ და უყურებს ამავე სახელწოდების ფილმს, ისაუბრეს ამ ორ ტექსტში წამოჭრილი პრობლემის არსზე, გამომწვევ მიზეზებზე, მსგავსებასა და განსხვავებაზე.

დაგმეს ბულინგი და წარმოადგინეს საინფორმაციო ბარათები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203