საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზეც ზრუნავენ.
ამ მიმართულებით, სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ახლახან, იქ, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო.
მის მიმდინარეობაში V და VI კლასელების მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ როლური თამაშები შეასრულეს, ქეისები განიხილეს, ასევე, დისკუსია და პრეზენტაციები გამართეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ტოლერანტობის არსზე ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: